SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება
ტელეფონში
კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების
ქსელიდან.
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი ინფორმაცია
შეიძლება ადვილად დაზიანდეს დაჩხაპნის ან
გაღუნვის შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე
გმართებთ ბარათის გამოყენების, ჩასმის, ან
ამოღების დროს.
დასაწყისი
13
1 აპარატის უკანა მხარეს ასწიეთ და მოხადეთ
უკანა საფარი (1).
2 ამოიღეთ კვების ელემენტი, თუ იგი დევს (2).
3 ამოსწიეთ SIM ბარათის დამჭერი მის
გასათავისუფლებლად (3) და შეარხიეთ, რომ
გახსნათ იგი (4).
4 ჩადეთ SIM ბარათი დამჭერში, საკონტაქტო
ზედაპირით ქვემოთ (5) და ჩაკეტეთ იგი (6).
5 ისევ ჩააცურეთ ბარათის დამჭერი მის ჩასაკეტად
(7).
6 ჩასვით კვების ელემენტი (8) და დაახურეთ
უკანა საფარი (9).