Nokia Map Loader
Nokia Map Loader კომპიუტერული პროგრამით
შეგიძლიათ ინტერნეტიდან ჩამოტვირთოთ რუქები
და ხმოვანი გზამკვლევი ფაილები. საკმარისი
ადგილის მქონე მეხსიერების ბარათი უნდა იდოს
თქვენს აპარატში. თქვენ უნდა გამოიყენოთ
რუქების პროგრამა და დაათვალიეროთ რუქები,
ერთხელ მაინც, სანამ გამოიყენებთ პროგრამას Nokia
Map Loader, რადგან Nokia Map Loader იყენებს
რუქების პროგრამის ისტორიის ინფორმაციას, რომ
შეამოწმოს რუქების რომელი ვერსია ჩამოტვირთოს.
Nokia Map loader პროგრამის დასაინსტალირებლად,
ეწვიეთ საიტს www.nokia.com/maps და მიჰყევით
მითითებებს.
პროგრამები
57
რუქების ჩამოტვირთვა პროგრამით Nokia Map Loader
1 მიუერთეთ აპარატი კომპიუტერს თავსებადი
USB მონაცემთა სადენით ან Bluetooth კავშირით.
თუ მონაცემთა სადენს იყენებთ, USB კავშირის
მეთოდად აირჩიეთ PC Suite.
2 გახსენით Nokia Map Loader კომპიუტერში.
3 აირჩიეთ კონტინენტი და ქვეყანა ან რეგიონი.
4 აირჩიეთ რუქები ან სერვისები, ჩამოტვირთეთ
და დააინსტალირეთ ისინი თქვენს აპარატში.
Nokia Map Loader პროგრამის "სერვისის" გრაფაში
შეგიძლიათ შეიძინოთ ნავიგაციის და ტრეფიკის
ინფორმაციის ლიცენზიები, მეგზურები და
ჩამოტვირთოთ რუქები.